24 მარტი 2017 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ბიუროს წევრებს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რომლებიც დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს და გარკვეული ცვლილებებით დაამტკიცეს.