14 ივლისი 2020
თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა.
აღნიშნულის შემდეგ, ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.