თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 13 წერილი განიხილეს.
საკითხები ძირითადად კულტურულ, სპორტულ და ინფრასტრუქტურულ თემებს მოიცავდა.
სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მიეცა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო და თეატრალური პროექტების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
დღესვე ბიუროს წევრებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაზე შეთანხმებულ საკითხებზე იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა ყველა იმ პროექტს, რომლებიც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობდა. აღნიშნული საკითხები ბიუროს სხდომაზე ქეთევან ჯოხაძემ წარმოადგინა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა კი კოლეგებს დეტალურად განუმარტა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ჩასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დეპუტატების უმრავლესობამ ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.