თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. ბიუროს სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.