თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და ამასთან, კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
ბიუროს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის მიერ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელეს და მათ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ამავე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მიეცა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
დეპუტატებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ბარკალაიას დანიშვნასაც მისცეს თანხმობა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.