+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2024 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2023 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2022 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2021 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2020 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2019 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2025 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

 

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

 

·          შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

 

·        სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

 

·       საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

 

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

 

 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე

 

 

დღის წესრიგი:

 

1. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ.

 

2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

 

3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

 

4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

 

5. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.

 

6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ.

 

7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებული ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელისთვის 26 მაისის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.

 

8. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.

 

 

2025 წლის არქივი

 

2024 წლის არქივი

 

2023 წლის არქივი

 

2022 წლის არქივი 

 

2021 წლის არქივი 

 

2020 წლის არქივი

 

2019 წლის არქივი 

 

2018 წლის არქივი

 

2017 წლის არქივი

 

 

 

LiveZilla Live Chat Software