24 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებსა და საკრებულოს შესაბამის განკარგულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა, ასევე დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს და საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ გააცნო.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
მარტი 24,2026
თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
იანვარი 30,2026