17 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს შემდეგ საკითხებს: ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის სახელის მინიჭებას, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭებას, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭებას, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ფარნავაზ მეფის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის ფარნავაზ მეფის I გასასვლელის სახელის მინიჭებას, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის I ჩიხის გაგრძელების შესახებ, გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2" -ის დასახლებაში საირმის I შესახვევის სახელის გაუქმების შესახებ, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის კედარის III და IV გასასვლელის სახელის მინიჭებას, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩისთვის ფარიხანუმ სოფიევას სახელის მინიჭებას და გლდანის რაიონში, ე.წ. ,,მუხიანი-2" -ის დასახლებაში, ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტებას.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა კომისიის სხდომაზე ინიციირების მიზნით რამდენიმე საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მთარგმნელის, მწერალ სიკო ფაშალიშვილის სახელის, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომის მონაწილის დავით კახიშვილის სახელის მინიჭების საკითხებს.