02 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა.
აღნიშნული ცენტრი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის დირექტორმა თეა ჩანადირმა ცენტრის გარემო დაათვალიერებინა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აბილიტაციის იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ.
ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ ყურადღება აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპებზე, მათ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი. ამჟამად პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას უკვე 2700 ბენეფიციარი იღებს.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რათა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სერვისი მაღალი ხარისხით იყოს მიწოდებული“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
თბილისის საკრებულოში ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა
მარტი 27,2026
ბექა მიქაუტაძე და ალექსანდრე მუკათარიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
მარტი 27,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026