01 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.
სესიაზე წარადგინეს მოხსენება საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ. მოხსენების შემდეგ კონგრესის წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა და ევროპის საბჭოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველი ხალხის მწუხარების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა დაკარგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელიც საზოგადოებისათვის ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოღვაწე იყო.
"მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ქართველი ხალხის მწუხარების გაზიარებისთვის, რომელმაც დაკარგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. იგი ჩვენი საზოგადოებისათვის ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოღვაწე იყო. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა. ეს ჟესტი ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და განსაკუთრებულად ვაფასებთ ამას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026
ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
აპრილი 14,2026
ზურაბ აბაშიძე: „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ
აპრილი 14,2026