27 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა „ჯანსაღი კვება - ახალი მიდგომები". შეხვედრის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე მიესალმა.
„ჩემთვის და თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია, საკრებულოში ასეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა და საპატიო სტუმრების მიღება. ჯანმრთელი კვება და ჯანმრთელი გარემო თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მადლობა თქვენ, რომ ასეთ საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობთ და საზოგადოებას საკუთარ ნაშრომებს აცნობთ", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
შეხვედრას მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინა ჟვანია უძღვებოდა. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ქართული ენდემური ხორბალი, სამკურნალო ღვინო და სამკურნალო მინერალური წყალი, ფუნქციური საკვების და ნატურალური პიგმენტების პრიორიტეტი თანამედროვე მსოფლიოში. მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ბიო-ორგანული მეურნეობების და ქართული ხორბლის ჯიშების მკვლევარი მარიამ კიკაძე, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ქუმსიაშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ჯალიაშვილი.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა განსახილველ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებები გამოთქვეს.
ბექა მიქაუტაძე და ალექსანდრე მუკათარიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
მარტი 27,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026