27 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე მუკათარიძემ, საკრებულოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.
სტუდენტებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მათ თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკისა და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექა მიქაუტაძემ სტუდენტებს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს.
ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რა ფორმით შეუძლიათ ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლეთ. ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის. ახალი იდეები და ინიციატივები ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ვუსურვებ მათ წარმატებებს სწავლასა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
თავიანთ მხრივ, სტუდენტებმა ბექა მიქაუტაძეს და ალექსანდრე მუკათარიძეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას.
თბილისის საკრებულოში ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა
მარტი 27,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026