26 მარტი 2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მუკათარიძე და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ასევე მათი აქტიური ჩართულობა ქალაქის განვითარებაში.
„მსგავსი შეხვედრები თბილისის საკრებულოში უკვე ტრადიციად იქცა და ყოველთვის დიდი ინტერესით ვმასპინძლობ სტუდენტებს. ახალგაზრდებთან ურთიერთობა განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია ჩემთვის. შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებულობას და ზრდის ინტერესს იმ პროცესების მიმართ, რომლებიც დედაქალაქში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება სტუდენტებისთვის საინტერესოა და ხელს შეუწყობს მომავალში საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურად ჩართვას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს საკრებულოს ისტორიული შენობა და გაეცნენ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს დაკომპლექტების წესსა და საქმიანობაზე, კომისიების და მაჟორიტარების მუშაობაზე, ასევე დედაქალაქის სიმბოლიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. თინათინ ნიბლოშვილი სტუდენტებს მუნიციპალურ პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა კომისიის საქმიანობაზე და ასევე მერიის სამსახურებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მუკათარიძემ ახალგაზრდულ პროგრამებსა და ფესტივალებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მუნიციპალურ პროექტებზე, პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი" და საკრებულოს საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობაზე დასვეს კითხვები.
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026
თბილისის საკრებულოს სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
მარტი 24,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026