24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები კახა ლაბუჩიძე და ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან მესხიას არჩევის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ გააცნო.
აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა სარევიზიო კომისიის საკითხების განხილვით გაგრძელდა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2025 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
კომისიების სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.