17 მარტი 2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საკონსტიტუციო ორგანოებს დაუბრუნდათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ მდგონარეობაზე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ გლობალური ცვლილებების ფონზე, ქართული სახელმწიფო მტკიცე, გონიერი და მყარი აღმოჩნდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართველი ხალხი არ შეცდა და მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მისივე თქმით, დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.