16 მარტი 2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის მიერ წარდგენილი წერილობითი კორესპონდენციის და ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე, მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს წევრის მარიამ გრიგოლიშვილის მიერ გარემოს დაცვის კომისიის შემადგენლობის დატოვებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში გაწევრიანების, ასევე თბილისის საკრებულოს წევრის, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარის მოადგილის დავით ჭელიძის მიერ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის დატოვებისა და გარემოს დაცვის კომისიაში გაწევრიანების საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ დაცულია საკრებულოს ფრაქციის მიერ კომისიის წევრის წარდგენის წესი და წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
კომისიამ დანართის სახით წარმოადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობა, რომელიც საკრებულოს ბიურომ ცნობის სახით მიიღო.