25 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციის დღე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. მისივე თქმით, დამოუკიდებლობას, რომელსაც წინაპრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.
“ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც უდიდესი მონაპოვარია და მას განმტკიცება ყოველდღიურად სჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გვახსოვდეს ისტორიული მემკვიდრეობა, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და შევინარჩუნოთ თავისუფალი და ძლიერი საქართველო. დიდება გმირებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სასტუმრო ჰუალინგში პარა ძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატის გახსნის ცერემონია შედგა
მარტი 06,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობაზე მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 05,2026