20 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან და მის მოადგილესთან ლაშა კაკულიასთან ერთად, გოჯუ-რიუს ახლად გახსნილ აკადემიაში იმყოფებოდა.
შალვა სუთიაშვილმა ირაკლი გვილავასთან ერთად აკადემია დაათვალიერა. თბილისის მერიამ, სპორტული კლუბებისა და ფედერაციებისათვის ინვენტარის და ეკიპირების პროგრამის ფარგლებში, გოჯუ-რიუს აკადემიას სპორტული ინვენტარი გადასცა.
როგორც შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, სპორტული კომპლექსების ინვენტარით მომარაგება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს უწყობს.
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თებერვალი 12,2026
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026