19 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გლდანი 1 - (ავჭალა) მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ბესიკ კალაძესთან ერთად, ხორავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მაჟორიტარმა და გამგებელმა გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, არსებულ მისამართზე გზის დაგების სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„გრძელდება წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, მივყვებით გეგმაზომიერად გამგეობასთან ერთად. გაუმართავი გზები გლდანის რაიონის რამდენიმე უბნისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა. პრობლემები, რომლებიც გზის დაგების სამუშაოების დაწყებას უშლიდა ხელს, მოგვარებულია, პროექტი გაკეთებულია და უახლოეს მომავალში გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება"- განაცხადა შალვა ოგბაიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
როგორც გლდანის რაიონის გამგებელმა აღნიშნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის საფარის მოწესრიგება. უკვე მომზადდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტი. საგზაო სამუშაოები ხორავას ქუჩასა და აღნიშნული ქუჩის I ჩიხში 3 200 კვ.მ ფართობზე იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 258 000 ლარი.
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
თებერვალი 05,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025