11 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში - საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა. პანელის თემა იყო მიმდინარე სტრუქტურა, მიზნები და შედეგები ხელმისაწვდომობის, ხარჯების ანაზღაურებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების გამოწვევები სემეკის როლი თანამედროვე სატარიფო პოლიტიკის ფორმირებაში საერთაშორისო გამოცდილება და რეგიონული მონაწილეების უკუკავშირი.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული რომ სატარიფო და საინვესტიციო პოლიტიკა ჩამოყალიბდება როგორც ერთიანი სისტემა.
„ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და განსაკუთრებით თბილისის საკრებულოსთვის, წყლის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული რომ სატარიფო და საინვესტიციო პოლიტიკა ჩამოყალიბდება როგორც ერთიანი სისტემა - ეკონომიკურად გამართული, სოციალურად სამართლიანი და მოქალაქისთვის გასაგები. ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკა, რომელიც ინვესტიციას, ინფრასტრუქტურას და სოციალურ პასუხისმგებლობას - ამ სამივე მიმართულებას აერთიანებს"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძესთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მომხენებლები იყვნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი. განხილვებს თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი 10 თებერვალს გაიხსნა. ღონისძიება Aqualia-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ორგანიზებით გაიმართა და მასში საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები მონაწილეობდნენ. ფორუმზე, წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკასა და მართვის მომავალ ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლს მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად.