23 იანვარი 2026
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე და საჯარო განხილვაზე საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონშივე, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხებს. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების საკითხებს. გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებული ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელს 26 მაისის I გასასვლელის სახელი, გლდანის რაიონშივე, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა კომისიის ფორმატში ასევე რამდენიმე საკითხი განიხილეს. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთსთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების საკითხები.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირს ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების ინიცირების საკითხებს. განიხილეს ასევე გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების საკითხები.
სხდომაზე მხარი დაუჭირეს ისნის რაიონში, საბარგოს ხევისთვის და ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის საბარგოს ქუჩის სახელის მინიჭების, კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების და კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების საკითხებს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 17,2025