04 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს 93 წლის დაბადების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ პატრიარქის სიბრძნე, სულიერი სიმტკიცე და მრავალწლიანი მსახურება არის უდიდესი საყრდენი ჩვენი ერისთვის.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ 93-ე დაბადების დღეს. მისი სიბრძნე, სულიერი სიმტკიცე და მრავალწლიანი მსახურება არის უდიდესი საყრდენი ჩვენი ერისთვის. უწმინდესის სიტყვა და მისი ცხოვრებისეული მაგალითი კი ათწლეულების განმავლობაში აერთიანებს საზოგადოებას, განამტკიცებს ეროვნულ თვითმყოფადობას და უკეთესი მომავლის რწმენას გვაძლევს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ძალას, რათა კვლავაც იყოს მშვიდობის, ერთიანობისა და სიყვარულის მქადაგებელი ჩვენი ქვეყნისთვის"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026
საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
იანვარი 23,2026
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
იანვარი 23,2026