29 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრნენ. ანგარიში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ წარადგინა. გურამ ოქროპირიძემ ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინსტიტუციური განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის შეფასებით 2025 წელს განხორციელებულმა პროექტებმა შექმნა მყარი საფუძველი, რათა ბაგა-ბაღები იყოს თანამედროვე, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, სადაც აღსაზრდელები იღებენ სიყვარულით სავსე გარემოს და განვითარების საუკეთესო პირობებს.
„გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერების მიმართულებით. 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები, მოეწყო უსაფრთხო და თანამედროვე ეზოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებსა და ბავშვებისთვის მორგებულ გარემოს, სადაც თითოეულ აღსაზრდელს აქვს შესაძლებლობა თავი იგრძნოს დაცულად და კომფორტულად"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებას თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ირაკლი შიხიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
იანვარი 04,2026
ზურაბ აბაშიძე: "პატრიარქს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და ძალას, რათა კვლავაც იყოს მშვიდობის და სიყვარულის მქადაგებელი ჩვენი ქვეყნისთვის"
იანვარი 04,2026
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025