15 დეკემბერი 2025
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორჰანგაზის მუნიციპალიტეტის ქართული კულტურის ასოციაციასთან არსებულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოქრო" კონცერტი გამართა.
კონცერტის ფარგლებში ანსამბლმა წარმოადგინა ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიული ნომრები.
თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ანსამბლის წევრებსა და ასოციაციის ხელმძღვანელობას ქართული კულტურის ერთგული მსახურებისთვის და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს უცხოეთში ქართული იდენტობის შენარჩუნების საქმეში.
ანსამბლი „ოქრო" ორჰანგაზის მუნიციპალიტეტის ქართული კულტურის ასოციაციასთან ფუნქციონირებს და ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ანსამბლი რეგულარულად მონაწილეობს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან და ამავე კომისიის წევრთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან. თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით გაემგზავრა.