12 ნოემბერი 2025
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის თავმჯდომარე შპს „ეკო სერვის ჯგუფი"-ს, ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. კონსტანტინე ზარნაძემ შეხვედრა გამართა ასევე სსიპ "ცხოველთა მონიტორინგი"- ს სააგენტოს და "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი"-ს წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრებზე ისაუბრეს მომავალი წლის იმ პრიორიტეტებზე და საჭიროებებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნება 2026 წლის ბიუჯეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის კომისიის წევრები.
კონსტანტინე ზარნაძემ და გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საქალაქო სამსახურებთან შეხვედრებზე ამ უწყებებსა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს და საკუთარი ინიციატივები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025