05 ნოემბერი 2025 საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.
საკრებულოს VIII მოწვევის პირველ კომისიის სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოები, ფესტივალი და კონკურსები ასევე, საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ საუბრისას განსაკურთებული ყურადღება გაამახვილა კომისიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. როგორც ბექა ოდიშარიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
სხდომაზე, კომისიის წევრები სამუშაო პროცესს გაეცნენ და სამომავლო გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025