01 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნისა და აკაკი ჩხენკელის სკვერთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოე რამიშვილის სახელის, ხოლო ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების საკითხებს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მძლეოსანის, ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სახელი, ხოლო გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩას სპორტსმენის, ფეხბურთელ სერგო კოტრიკაძის სახელი მიენიჭება.
ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის I ქუჩას და I ჩიხს ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის სახელი, ხოლო ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I, II და III ჩიხების სახელი მიენიჭება.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
თებერვალი 18,2026
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026