თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და თბილისი მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეხვდნენ. ჩინეთის დელეგაციას სიჩუანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი ტუნგ ვეიმანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინელ სტუმრებს მიესალმა და საკრებულოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რაც მისასალმებელია. ჩინეთი ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგნეს. ტურიზმის სფეროში მზარდი თანამშრომლობა გვაქვს, რასაც ჩინეთთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ შეუწყო ხელი. იმედს გამოვთქვამ, რომ მემორანდუმის ფარგლებში სიჩუანის პროვინციასთან ურთიერთობის გაღმავებას ჩაეყრება საფუძველი და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა და თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, ისაუბრეს, მათ ხაზი გაუსვეს ისედაც მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. გიორგი ახვლედიანმა, როგორც საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების ასოციაციის თავმჯდომარემ, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში მისი საქმიანი ვიზიტების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, რამდენიმე დღის წინ თბილისსა და სიჩუანის პროვინციის შორის დაძმობილილების ხელშეკრულებას დისტანციურად მოეწერა ხელი. აღნიშნულ მემორანდუმს ხელს აწერს სიჩუანის გუბერნატორი და ქალაქ თბილისის მერი. შეხვედრის დასასრულს კი აღნიშნული მემორანდუმის ოფიციალურად გაცვლის ცერემონია გაიმართა.
მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება სიჩუანის პროვინციასთან ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურის, სავაჭრო კავშირების, განათლების, ურბანული დაგეგმარების, ტრანსპორტის და სხვა.
შეხვედრის დასასრულს თბილისის მუნიციპალიტეტის და ჩინეთის დელეგაციის წარმომადგნელები მომავალი შეხვედრების და წარმოდგენილი საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ
ივლისი 17,2025თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა თამარ ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა
ივლისი 15,2025ზურაბ აბაშიძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე ორი ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
ივლისი 15,2025