თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თსუ-ს ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებს - ხათუნა ჩუგოშვილს, მარინა ნაცვალაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ საკრებულოს შენობა და გასცნობოდნენ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას.
შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდების ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობასა და თვითმმართველობის დონეზე ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორი აქტიურად ერთვებოდნენ ადგილობრივი მმართველობის პროცესებში.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს ყველა ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას მუნიციპალურ პოლიტიკაში, აგრეთვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ინტერესების გაძლიერებას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის დასასრულს თსუ-ის ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ
ივლისი 17,2025თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა თამარ ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა
ივლისი 15,2025ზურაბ აბაშიძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე ორი ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
ივლისი 15,2025