23 ივნისი 2025 დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერის პრეზენტაციას „თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო.
პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახა კალაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა გზების მოწყობა-რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
მისივე თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების, ხიდების და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ავარიული შენობების გამაგრება, დედაქალაქის ისტორიული შენობების, მუზეუმების, ბაღების აღდგენა-განვითარება, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლება, სახურავების განახლება, სადარბაზოების მოწესრიგება, კორპუსის სხვადასხვა საჭიროების მოგვარება, ქალაქის დასუფთავება და ა.შ. არასრული ჩამონათვალია იმ მასშტაბური სამუშაოებისა, რომლებიც, ოპონენტების თავდასხმების და დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, სასიკეთოდ დაეტყო თბილისს.
ანგარიშის თანახმად, შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯამში 8 500 000 კვ. მ ფართობის გზის საფარს, 1754 ქუჩას/გამზირს; აშენდა 3 ახალი ესტაკადა და პანდუსი, აგრეთვე ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 ხიდსა და პანდუსს; სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის განხორციელდა 2000-მდე პროექტი; ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყო 16 მისამართზე, ჯამში 128 000 კვ. მ ფართობზე; გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 700-მდე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 96 ობიექტს, მათ შორის 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს; გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო 40-მდე გამზირსა და ქუჩაზე, ასევე 2300-ზე მეტ მისამართზე მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე და ა.შ.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას-გამაგრებას ეხება. მოქმედებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, როდესაც ერთ კორპუსში მცხოვრებნი ქმნიან ამხანაგობას და მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს იყენებენ. კახა კალაძემ პრეზენტაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქში სისუფთავის დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
დედაქალაქის მერმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისთვის ინდივიდუალური პროექტებიც ხორციელდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025