18 ივნისი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრნენ. პრეზენტაციის ფარგლებში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ წარადგინეს. თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა. მან ყურადღება გაამახვილა დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლის ფარგლებში 12 000 ოჯახი დაკმაყოფილდა. საუბარი შეეხო უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟსა და მათ ნაცვლად, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში „ჭკვიანი" შუქნიშნების (ITS) პროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ გმირთა მოედანზე, თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის დამაკავშირებელ კვანძზე უკვე დამონტაჟებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შუქნიშანი.
საუბარი შეეხო ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა. თბილისის მერის განცხადებით, თბილისის ტაქსების რეფორმის სამი ეტაპი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, საზოგადოება იქნება დეტალურად ინფორმირებული.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია. რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, გიორგი ტყემალაძის თქმით, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი. მისივე განცხადებით, გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად. უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025