17 ივნისი 2025 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოებისთვის დებულების პროექტი შემუშავდა. პროექტი მიზნად მუნიციპალიტეტების დონეზე ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავს.
სამუშაო შეხვედრაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, იურისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა დებულების ძირითადი მუხლების შინაარსსა და გადაწყვეტილებების მიღების წესზე იმსჯელეს. ამას გარდა, შეხვედრაზე საბჭოს სტრუქტურა და კომპეტენციები განისაზღვრა.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ განაცხადა, დოკუმენტის განხილვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა აქტიურ მონაწილეობას ჰქონდა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით დებულების პროექტის წარმატებით დანერგვისა და საბჭოების ფუნქციური გაძლიერებისთვის ათეა პროცესის თანმიმდევრულ მხარდაჭერას გეგმავს.
„მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მიერ გაზიარებული ადგილობრივი გამოცდილება და პრაქტიკაზე დაფუძნებული ხედვები მნიშვნელოვნად დაგვეხმარა დებულების ძირითადი არსის ჩამოყალიბებაში. განხილვისას გათვალისწინებულ იქნა რეგიონების სოციალური და სამართლებრივი საკითხები, რაც ადგილობრივი მმართველობის პრაქტიკასთან დოკუმენტის უკეთ შესაბამისობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტებზე მორგებული დოკუმენტი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სისტემის შექმნისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.
დოკუმენტის საბოლოო რედაქცია მუნიციპალიტეტებს უახლოეს პერიოდში მიეწოდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025