12 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმის მერიაში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების წევრების გარდა, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე, განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. მათ შორის, IPA პროგრამებზე, სტრუქტურულ ფონდებსა და რეფორმების დღის წესრიგზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.
ათეა-ს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონის გამოცდილება მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის შემდგომ მონაწილეებმა რეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა და ყინულის არენა დაათვალიერეს, როგორც წარმატებული ურბანული განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითები.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025