თბილისში, მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და თანასწორუფლებიანობა, მოხსენებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი წარსდგა. თინათინ ნიბლოშვილის მოხსენების თემა იყო მუნიციპალიტეტის როლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
"ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, მათ შორის ქალი მეწარმეების მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ქალების დახმარება- ეს არის ინვესტიცია მთელი საზოგადოების მდგრად განვითარებაში. ეს არის ქალის როლის აღიარება ეკონომიკურ პოლიტიკაში. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან, მათ საჭიროებებთან, გამოწვევებთან და პოტენციალთან. სწორედ ამიტომ, მას განსაკუთრებული როლი აქვს ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.
მუნიციპალიტეტს შეუძლია ქალი მეწარმეების მხარდაჭერა გახადოს საკუთარი განვითარების სტრატეგიის ნაწილი. მას შეუძლია გამოყოს მიზნობრივი დაფინანსება მათთვის- იქნება ეს გრანტები, ტრენინგები თუ სხვა მხარდაჭერის ფორმები,"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონკრეტულ მაგალითებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სწავლა და უნარების განვითარება, ადგილობრივი ქსელების შექმნა და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღება.
პანელურ სესიაზე მოხსენებებით გამოვიდნენ თბილისის მერის მრჩეველი ქალთა უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხებში ნინო ბურძენიძე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - ს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ხატია წილოსანი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ - ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი ია ნაცვლიშვილი და ეკონომიკის დოქტორი, თსუ - ს ასოცირებული პროფესორი მარინე ნაცვალაძე.
მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქის მერის პრეზენტაციას „თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა“ დაესწრნენ
ივნისი 23,2025კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა
ივნისი 22,2025დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა
ივნისი 19,2025