07 მაისი 2025 გარი დავთიანის მარიონეტების საოჯახო თეატრის დაარსებიდან 32 წლის აღსანიშნად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი გარი დავთიანის თეატრს ესტუმრნენ. სტუმრებს გარი დავთიანის მეუღლემ, ჟანა დავთიანმა უმასპინძლა და თეატრში არსებული უნიკალური თოჯინები დაათვალიერებინა. ჟანა დავთიანმა სტუმრებს თეატრის შექმნის ისტორიისა და შემოქმედების შესახებ უამბო, რის შემდეგაც წარმოდგენა გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ძველ თბილისურ ეზოში განთავსებული თეატრი ძალიან შთამბეჭდავია და იქ მისული სტუმრებისთვის ჯადოსნური გარემო იქმნება. მისივე თქმით, იქ თითოეულ ნივთს თავისი უნიკალური ისტორია აქვს. თინათინ ნიბლოშვილმა გარი დავთიანის მეუღლეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
,,ეს არის განსაკუთრებული ოჯახი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის კულტურული მრავალფეროვნების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ თბილისელებმა ვიცოდეთ ამ ადამიანების შესახებ’’ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ნაძალადევის რაიონში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ახალ რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა
ნოემბერი 07,2025
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურის ასოციაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
ნოემბერი 07,2025
საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 07,2025