საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების, შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხი განიხილეს.
განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.