20 მარტი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ჯილდოები ბაღდათის, ხაშურის, დმანისის და ფოთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადასცა. ჯილდოები გადაეცათ ასევე დუშეთის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, სენაკის, ხარაგაულის, რუსთავის, ონის, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს.
კონფერენციის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ათეა-სა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
დღესვე, ათეა-ს ადვოკატირებით, ხელი მოეწერა ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ'' ევროპულ ქარტიას, რომელსაც უკვე ხელმომწერ 26 თვითმმართველ ერთეულთან ერთად, კიდევ 4 მუნიციპალიტეტი - დუშეთი, დედოფლისწყარო, დმანისი და ხაშური მიუერთდა.
ღონისძიებას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025