თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, მხარდაჭერითა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის, ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის (მარტის) კამპანიის ფარგლებში კოლეჯ „სპექტრში" თიხაზე მუშაობის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასში მონაწილეობა მრავალშვილიანმა დედებმა და მათმა შვილებმა მიიღეს. მათ თიხასთან მუშაობის ტექნიკა და ძერწვის პრინციპები შეისწავლეს. მასტერკლასს კოლეჯ „სპექტრის" პედაგოგი, კერამიკოსი გრიგოლ მუმლაძე უძღვებოდა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით მოეწყო მრავალშვილიანი დედებისთვის ეს მასტერკლასი. მისი მიზანია დედებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისწავლონ, აღმოაჩინონ და გააძლიერონ ახალი შემოქმედებითი უნარები.
„ეს არის ფართო ინიციატივის ნაწილი, რომლის მიზანია ოჯახებისთვის პრაქტიკული უნარების მიწოდება და მათი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება. მინდა მადლობა გადავუხადო კოლეჯ „სპექტრს" ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისა და მუდმივი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კოლეჯში გამართულ შეხვედრას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე ესწრებოდა.
ტატა ხვედელიანმა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
მარტი 15,2025სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
მარტი 14,2025კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხი განიხილეს
მარტი 14,2025