რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დაასრულა.
60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი თბილისის ყინულის არენის შენობაში განთავსდა, სადაც 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასავენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები მოეწყო.
ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.
შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებლთა სივრცის გათბობას.
შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ და მისი პროექტირება-მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს.
ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქის მერის პრეზენტაციას „თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა“ დაესწრნენ
ივნისი 23,2025კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა
ივნისი 22,2025დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა
ივნისი 19,2025