დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოში გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს შეხვდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც თვითმმართველობის საქმიანობით სკოლის მოსწავლეები ინტერესდებიან.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს საქმიანობით დაინტერესდით. თქვენი მოსაზრებები ქალაქის მომავალი განვითარების შესახებ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან ურბანულ, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ პროგრამებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეების კითხვები სოციალურ პროგრამებს, განათლების საკითხებს, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკოლოგიას ეხებოდა.
საკრებულოში სტუმრობის ფარგლებში, №182 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან ერთად დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თებერვალი 04,2025საკრებულოში თბილისის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თებერვალი 04,2025თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა
იანვარი 31,2025