თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრების სახელით ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატის, თბილისის ყოფილი მერისა და საპატიო თბილისელის ნიკო ლეკიშვილი გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.
,,ბატონი ნიკო იყო ადამიანი, რომელიც დააკლდება არა მხოლოდ თავის ოჯახს, არამედ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ბატონ ნიკოს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია დედაქალაქის მერის პოსტზე ყოფნა და მიუხედავად უამრავი სირთულისა, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც განხორციელდა თბილისში. ვუსამძიმრებ ბატონი ნიკოს ოჯახსა და ახლობლებს’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
იანვარი 07,2025გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024