26 სექტემბერი 2024 თბილისის საკრებულოში შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრსა" და ააიპ „ახალი ნაბიჯებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი თათია ჩახვაშვილი დაესწრნენ.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, მსგავსი აქტივობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის საკრებულოსთვის. მისივე განცხადებით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრის" დირექტორმა ვეიგანგ სუემ და ააი „ახალი ნაბიჯების" გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ქუმსიაშვილმა. მემორანდუმის თანახმად, შპს „ჰუაჰაი ჩინური ტექსტილის საბითუმო ცენტრი" ააი „ახალი ნაბიჯებს" 6-18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარებისთვის საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთებს და საკვებ პროდუქტებს გადასცემს.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეების მზად არიან მომავალშიც ითანამშრომლონ.
პარლამენტში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა
დეკემბერი 16,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილება განიხილეს
დეკემბერი 16,2025
თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტს დაესწრო
დეკემბერი 15,2025