22 მარტი 2024 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სააქციო საზოგადოებას „მედიკანა ჰოსპიტალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და სს „მედიკანა ჰოსპიტალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ დირექტორმა მეჰმეტ ბაჰატტინ თურანმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის საკრებულო და სს „მედიკანა ჰოსპიტალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ თანხმდებიან ითანამშრომლონ საკრებულოს ყველა წარმომადგენელთან სამედიცინო სერვისების სპეციალური პირობებით მიწოდების, კონსულტაციების გაწევის, მათ შორის, ონლაინ ფორმით და ვიზიტის დაგეგმვის მიმართულებით „მედიკანას“ ჰოსპიტლების ქსელში.
მემორანდუმის ფარგლებში სს „მედიკანა ჰოსპიტალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ უზრუნველყოფს მომსახურებას სრული პაკეტით სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით და სპეციალური ტარიფებით „მედიკანას“ ჰოსპიტლების ქსელში, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნას, გადაგზავნას შესაბამისი პროფილის ექიმებთან, მხარდაჭერას მკურნალობის საუკეთესო სქემის შერჩევაში და ა.შ.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026