22 ნოემბერი 2023
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ჯივიპის პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გაიხსნა.ცენტრი წყალმომარაგების სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ცენტრის გახსნას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.
ჯივიპის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ჯამში 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, რუსთავსა და მცხეთაში. თითოეული საოპერაციო ცენტრი შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღიჭურვება და კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც საოპერაციო პროცესებს გაამარტივებს და რეაგირების დროს შეამცირებს. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.
ცენტრის გახსნის ღონისიებას, ჯივიპის მენეჯმენტთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც ესწრებოდა.