06 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების გახსნაზე, რომელშიც ოთხი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, გუანჯოუ და შაოგუანი - მონაწილეობს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ფოტოგამოფენაზე, რომელიც ჩვენს მეგობრობას ეძღვნება, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქის - თბილისის - ფოტოებია წარმოდგენილი. ფოტონამუშევრები ჩვენი დედაქალაქის უძველეს ძეგლებსა და თანამედროვე თბილისს ასახავს.
საქართველოსა და მის დედაქალაქს მეგობრობა და ურთიერთობა ჩინეთთან ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან აკავშირებდა. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო სწორედ აქ გადიოდა სიანში, ქალაქ დუნხუანში, დაწყებული აბრეშუმის დიდი გზა, კვეთდა საქართველოს და შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა დღემდე გრძელდება და ახლა ის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში კიდევ უფრო განვითარდება“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ონლაინ ჩართვისას.
გიორგი ახვლედიანთან ერთად ფოტოგამოფენაში რუსთავის ვიცემერი ბესიკ ტოგონიძე მონაწილეობს. ფოტოგამოფენაზე საქართველოდან საერთო ჯამში 50-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი. გამოფენა რამდენიმე კვირას გასტანს.