08 აგვისტო 2023
თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი გივი ჩხარტიშვილი დიდუბის რაიონში მცხოვრებ აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ესტუმრა.
გივი ჩხარტიშვილმა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, გენერალ კობა კობალაძესთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სასაჩუქრე ვაუჩერები და ნობათი გადასცა.
" უდიდესია თქვენი წვლილი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თქვენთვის, პირადად მინდოდა მეთქვა, რომ გვახსოვს თითოეული ბრძოლა და თავგანწირვა სამშობლოსთვის. გვახსოვს, სამშობლოსთვის ბრძოლას შეწირული გმირები", - აღნიშნა მათთან შეხვედრისას გივი ჩხარტიშვილმა.
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
თებერვალი 05,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025