28 აპრილი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილესთან მერაბ მამულაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა, რომელზეც მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო მარშრუტების განრიგში ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის ინფორმაციით, ხვალიდან, 29 აპრილიდან, დედაქალაქის ცენტრიდან შედარებით დაშორებულ სამგორის რაიონში არსებული შემოერთებული სოფლებისა და დასახლებებისთვის, მეტრო “ისნიდან “ მიმავალ მუნიციპალურ მარშრუტებზე სამუშაო დროის ხანგრძლივობა იზრდება, საღამოს საათებში რეისები ემატება და მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები მცირდება.
აღნიშნული ცვლილებები შეეხება სოფლების პატარა ლილოს, დიდი ლილოს, ნასაგურის, წინუბანის,
ვარკეთილის მეურნეობის, ორხევისა და ლოჭინი–ლილოს დასახლებაში მომუშავე მარშრუტებს.
„ჩემი სამაჟორიტარო ოლქი, ცენტრიდან დაშორებული ტერიტორიაა, მოსახლეობის მოთხოვნით, სატრანსპორტო სამსახურთან ერთად მუნიციპალურ ტრანსპორტზე სამუშაო დროის გახანგრძლივების მიზნით ახალი გრაფიკი შემუშავდა.
ვფიქრობთ, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობა, უახლოეს პერიოდში საკრებულოს შესთავაზებს გეგმას, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქში ყველა მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურება და ხარისხი გაუმჯობესდება“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
თავის მხრივ, მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ სატრანსპორტო მომსახურების მაქსიმალურად გაუმჯობესება სხვა დასახლებებში იგეგმება.
მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო მარშრუტების განრიგში განხორციელებული ცვლილებებია:
მეტრო „ისანი“ - ლოჭინი-ლილოს დასახ. მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლები 22:49 და 23:30 სთ. (ნაცვლად22:28 სთ)
მეტრო „ისანი“ - პატარა ლილოს დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა - 23:00სთ
(ნაცვლად 22:00 სთ)
მეტრო „ისანი“ - დიდი ლილოს დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა -
22:27 და 23:00 სთ. (ნაცვლად 22:52 სთ)
მეტრო „ისანი“ - ნასაგურის დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა - 22:30 სთ.
(ნაცვლად 21:30 სთ)
მეტრო „ისანი“ - ვარკეთილის მეურნეობის დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა
23:10 წთ. (ნაცვლად 22:40 სთ)
მეტრო „ისანი“ - წინუბნის დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა - 23:00 სთ.
(ნაცვლად 21:50 სთ)
მეტრო „ისანი“ - ორხევის დასახლების მიმართულებით - საგარანტიო ბოლო გასვლა - 22:55 და 23:30 სთ.(ნაცვლად 22:40 სთ).
ამასთან, დღის განმავლობაში არსებული ინტერვალები გვიანობამდე შენარჩუნდება.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ცვლილებები ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში იქნება გამოკრული.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მაისი 20,2025
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023