10 ნოემბერი 2017 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ხელმძღვანელობდა, 2014 წლიდან დღემდე კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მეხუთე მოწვევის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის 80 სხდომა ჩატარდა, სადაც 118 საკითხის განხილვა განხორციელდა.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, კომისიამ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგების საკითხი, სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისა და მოსარგებლეებისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების საკითხი, თბილისის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ობიექტების ამოქმედების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების საკითხი და სხვა.
გულიკო ზუმბაძემ კომისიის მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და მისი კოლეგების შუამდგომლობითა და ძალისხმევით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში, გმირ კურსანტთა ქ.1-ში მდებარე კორპუსში მაცხოვრებელ 1000-მდე ოჯახს ჩამოაწერა ელექტროენერგიის დავალიანება 864,529 ლარის ოდენობით. ორხევის დასახლებაში, ყოფილი ავტობაზის ,,ტურისტი“ ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის შეთავაზებული იქნა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, კომისიამ ასევე ინიცირება გაუწია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
საანგარიშო პერიოდში კომისია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებთან, გაფორმდა მემორანდუმები, გაიწერა სამოქმედო გეგმები.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი მოწვევის საკრებულოში, კვლავაც გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა უფლება სათანადო საცხოვრისზე, პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ობიექტების ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, თბილისის გარეუბნების თანაბარი განვითარება, განათლებისა და კულტურული ცხოვრების უფლების რეალიზება, ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა და სხვა.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მაისი 20,2025
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023