20 ივლისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში თბილისის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ობიექტების ამოქმედების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ამავე სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთი გოგინაშვილმა მიაწოდა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე უძღვებოდა, გულიკო ზუმბაძემ კოლეგებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა.
დეპუტატმა სამედიცინო ობიექტების გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, ყურადღება ვარკეთილის, ორხევის, ნასაგურის და დიდი ლილოს დასახლებების , ასევე თბილისის სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე გაამახვილა.
როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ზემოთჩამოთვლილ რაიონებში არაერთი შენობა, მათ შორის ყოფილი პოლიკლინიკა არსებობს, რომელთა რეაბილიტაცია სამედიცინო ობიექტების ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.
დეპუტატმა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების დროულად გატარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტმა პირველადი სამედიცინო დახმარება დროულად უნდა გაიაროს, რაც დაავადებების დამძიმების პრევენციულ ზომას წარმოადგენს.
გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული საკითხი ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირშია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკრეტულ წინადადებებს სთავაზობს: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარებნის სამინისტროებმა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე (ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და წინუბანი), ასევე ორხევში და დედაქალაქის პერიფერიულ უბნებზე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, აღწერონ და შეისწავლონ ის ობიექტები, სადაც პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის უზრუნველყოფის განხორციელებაა შესაძლებელი. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ზემოაღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის და შემდგომი ფუნქციონირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადონ.
სხდომაზე გულიკო ზუმბაძემ შრომის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებს აღნიშნული ღონისძიების მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად განხორციელებისკენ მოუწოდა.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მაისი 20,2025
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023