25 მაისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი წერეთელთან ერთად ორხევის დასახლებაში ცენტრალური სკვერის გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში, რომელშიც ადგილობრივი მცხოვრებლები და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, კიპარისის ჯიშის 200-მდე ნერგი დაირგო.
მომავალში მოსახლეობის ჩართულობით, სკვერის პროექტირება და კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
თებერვალი 05,2026